კლუბ „ბასიანზე“ დაპატიმრებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალს დღეს წარუდგენენ

ღამის კლუბ „ბასიანზე“ ცეცხლის გახსნის ბრალდებით დაპატიმრებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი დღეს წარედგინება.

ცნობისთვის, მან „ბასიანთან“ 3 პირი დაჭრა, ამისთვის მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს გამოძიების თანამხმად, ჩაჩხიანს შელაპარაკება მოუვიდა დიჯეისთან, რის შემდეგაც ის კლუბიდან გააძევეს.