ფეიკერი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ჭორი სალომე ზურაბიშვილზე მცდარია

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.

„როგორც ჩანს, „ფეიკ-ნიუსის“ ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ეს ინფორმაცია ცნობილმა ფეიკ ნიუსერმა ტელე არხ „მთავარმა“ გაავრცელა.