ვარსკვლავური ომების ფინალური ეპიზოდის მარცხი

ვარსკვლავური ომების ფანებისთვის მძიმე პერიოდია. 20 დეკემბერს კინოგაქირავებაში ჩაეშვა ფრანჩიზას მეცხრე ეპიზოდი, რომელიც 42 წლიანი საგას დასასრულია. 1977 წლიდან Star Wars-ის ფანები აკვირდებიან ჯედაების ომს ბნელ ძალასთან და სქაიუოქერების გვარის როლს მშვიდობის უზრუნველყოფაში.
მეცხრე ეპიზოდი, რომელსაც “სქაიუოქერების აღზევება” ეწოდა, რეალურად ამ გვარისა და გმირების დასასრული აღმოჩნდა.
განრისხებული ფანები პეტიციას პეტიციაზე წერენ, ლანძღავენ დისნეის და ფილმის რეჟისორს ჯეი ჯეი აბრამსს.
ფილმა ვერს სალაროში დაიჭირა სათანადო პოზიცია. მესამე კვირა გავიდა, რაც სურათი გაქირავებაშია და მილიარდამდეც ვერ ააღწია, მაშინ როცა ბოლო ტრილოგიის გასულმა ორმა ფილმაა ასევე სპინოფმა (Rogue One) მილიარდიანი ბარიერი 1 კვირის თავზე გადალახეს.
ამჟამად დისნეი ავრცელებს ცნობებს, რომ მალე გამოვა სერიალი, რომელიც პირველი და მეორე ტრილოგიის ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, ობი ვან კინობის შესახებ იქნება. დისნეიმ უკვე ჩაუშვა კიდევ ერთი სპინოფსერიალი სახელწოდებით “მანდალორიელი”, რომლის პირველი სეზონი დეკემბერში დასრულდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ფანებში ისე კრიტიკოსებში.