ვლადიმერ ზელენსკი ირანისგან ოფიციალურ ბოდიშსა და კომპენსაციას ელოდება

უკრაინის ლიდერი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანისგან ბრალის აღიარებასთან ერთად, ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციასაც ელოდება.
„დღევანდელი დილა კარგი არ იყო, მაგრამ სიმართლე მოიტანა. ჯერ კიდევ საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე, ირანმა თავისი ბრალი აღიარა. ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას“ – აღნიშნა ზელენსკიმ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.
შეგახსენებთ, ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო და ეს „ადამიანური გადაცდომა“ იყო.