ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა აღიარა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა, განაცხადა, რომ უკრაინული თვითმფრინავი მართლაც ირანულმა რაკეტამ ჩამოგდო, თუმცა ეს ადამიანრი შეცდომა იყო და ამის გამო დიდ სინანულს გამოხატავს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა მგლოვიარე ოჯახს ,“- განაცხადა რუჰანმა „ტვიტერში“.
მან აღნიშნა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა „ადამიანური გადაცდომაა“ და ის „უნებლიედ“ მაშინ ჩამოაგდეს, როცა „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „სენსიტიურ ტერიტორიას“ მიუახლოვდა.