აშშ წყნარ ოკეანეში სპეციალური დავალების ძალების გაგზავნას გეგმავს

„ბლუმბერგი“ აცხადებს, რომ ამერიკის არმია წყნარ ოკეანეში სპეციალური დავალების ძალების გაგზავნას გეგმავს. მათ ჩინეთის წინააღმდეგ ელექტრონული, კიბერ და სარაკეტო ოპერაციების წარმოებას აპირებენ.

ცნობისთვის, ფილიპინების აღმოსავლეთ კუნძულებსა და ტაივანში განლაგდებიან ძალები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან შორი რადიუსის შეიარაღებით, მათ შორის ჰიპერსონალური რაკეტებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება დარტმა განხორციელდეს როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო სამიზნეებზე.

არმიის მდივანმა რაიან მაკარტიმ კი დასძინა, რომ დანაყოფი შეძლებს გაანეიტრალოს ისეთი შესაძლებლობები, რომელსაც ჩინეთი და რუსეთი ფლობენ.