„მე ვფიქრობ, ნატო უნდა გაფართოვდეს, ჩვენ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოვიცვათ“, – დონალდ ტრამპი

ამერიკის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს განუცხადა, რომ ნატო ახლო აღმოსავლეთში უნდა გაფართოვდეს.

„მე ვფიქრობ, ნატო უნდა გაფართოვდეს, ჩვენ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოვიცვათ“, – თქვა ტრამპმა.

მისი განცხადებით, სტოლტენბერგი ამ აზრით „აღფრთოვანდა“.

„ახალ ალიანსს შეგვიძლია დავარქვათ ნატო+ახლო აღმოსავლეთი. რა მშვენიერი სახელწოდებაა. სახელებს კარგად ვიგონებ“, – ამბობს ტრამპი.

ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დასძინა, რომ ალიანსისთვის, მთავარ კონტრიბუციას აშშ იღებს, ეს კი, მისი მოსაზრებით, სამართლიანი არ არის.