ლეონარდო დიკაპრიომ, ვსტრალიაში ტყის ხანძრებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად 3 მილიონი დოლარი გადარიცხა

CBS-ის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, ამერიკელმა მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ, ვსტრალიაში ტყის ხანძრებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად 3 მილიონი დოლარი გადარიცხა.

ცნობისთვის, ლორენ პაუელ ჯობსისა და მილიარდერ ბრაიან შეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Earth Alliance-მა დააფუძნა ფონდი, რომლის მიზანიც ხანძრისაგან დაზარალებულთა დახმარება იყო.

ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მილიონი დოლარი ასევე ელტონ ჯონმაც გადარიცხა. დასახმარებლად თანხა პინკმა, კრის ჰემსვორთმა, ნიკოლ კიდმანმა, ჰიუ ჯეკმანმა, სელენა გომესმა და სხვა ვარსკვლავებმა გადარიცხეს.

შეგახსენებთ, ხანძარი ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს, მის შედეგად კი 24 ადამიანი გარდაიცვალა. სიტიამ 5 მლნ ჰექტარი გადაწვა.