ავსტრალიაში მდგომარეობა გამწვავდა

ავსტრალიის ხელისუფლებამ 250 000-მდე ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა. არისა და მაღალი ტემპერატურის გამო სიტუაცია კიდევ უფრო მწვავე გახდა.

ავსტრალიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალები მზად არიან გადავიდნენ ცეცხლმოკიდებულ ზონებში, თუ ამის აუცილებლობა გახდება.

„მიუხედავად იმისა, რომ მელბურნში იწვიმა, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი კვირისთვის უკეთესი ამინდის მოლოდინები გვაქვს, ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ცეცლის სეზონის მრავალი კვირა წინ არის“, – აცხადებს ვიქტორიის შტატის პრემიერი.
მისი განმარტებით მომავალი რამდენიმე საათი განსაკუთრებულად კრიტიკული იქნება.