ჩამოვარდნილი ბოინგ-737-ის „შავი ყუთი“ დაზიანებულია

ირანის სამოქალაქო ავიაცია აცხადებს, რომ ჩამოვარდნილი ბოინგ-737-ის „შავი ყუთი“ დაზიანდა. ცნობისთვის, თეირანი მის გაანალიზებას დღეს დაიწყებს.

ჯერჯერობით დასადგენია აღდგება თუ არა „შავი ყუთი“. იმ შემთხვევაში, თუ ირანი ვერ მოახერხებს მის აღდგენას, საქმეში რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი ან კანადა ჩაერთვებიან.

CNN აცხადებს, რომ თვითმფრინავის ყველაზე დიდი ნატეხი, რომელიც კატასტროფის ადგილზე იყო, ტერიტორიას განარიდეს, რაც, მათი მოსაზრებით, უცნაურია.

თვითმხილველები ადგილზე ვითარებას „სრულ ანარქიად“ აფასებენ, რევოლუციური გვარდიის ოფიცრები კი ტერიტორიასთან ახლოს მისვლის უფლებასაც კი არ აძლევენ.