პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის მორიგი სია უკვე შევიდა. იგი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.
კანდიდატების სია შემდეგია: ილონა თოდუა; გენადი მაკარიძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაძე; გიორგი ტყავაძე; თეა ძიმისტარაშვილი.
ცნობისთვის სიაში მოხვედრილი პაატა სილაგაძე 20 კანდიდატს შორისაც იყო, თუმცა 12 დეკემბრის კენჭისყრისას მას არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.