ლერი ბარნაბიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელი გახდა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარნაბიშვილის დანიშვნას პრემიერ გახარიამ ხელი უკვე მოაწერა.

ცნობისთვის, ბარნაბიშვილს 2015 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.