ვარკეთილში „ანას ბაღთან“ სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის ურთიერთდაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლისას 1 პირი დააკავეს.
დაპირისპირება ადგილობრივების მიერ გზის გადაკეტვას მოჰყვა. ცნობისთვის, გზის გახსნას სამართალდამცავები ჯერ ისევ ცდილობენ.
აქტივისტები აპროტესტებენ არკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, 10 სართულიანი კორპუსის აშენებას და მოითხოვენ ადგილზე კვლავ გამწვანება დარჩეს.