ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლოს პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა.
ზემოაღნიშნულ ფაქტამდე მოსამართლემ მოსამართლისა და სასამართლოს შეურაცხყოფისთვის ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს ბრალი 6 სექტემბერს წარუყენეს. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე მას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება.