ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა

აღმოსავლეთ სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების პოზიციებზე დაუდგენელმა საჰაერო ხომალდებმა თავდასხმა მიიტანეს. მის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. არსებულ ინფორმაციას სირიის „ადამიანის უფლებების ობსერვატორიაზე“ დაყრდნობით ავრცელებნ.

თავდასხმის შედეგად იარაღის საცავები და სამხედრო მანქანები განადგურდა.
ცნობისთვის, მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ, თუმცა მათ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ, ასევე განცხადებას არ აკეთებს პენტაგონიც.