ამერიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინს დაბადების დღე მიულოცა

ჩუნ ეი-იონგი, სამხრეთ კორეის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აცხადებს, რომ ამერიკის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილეოთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, დაბადების დღე მიულოცა.

მან დასძინა, რომ ეს მას პირადად ტრამპმა სთხოვა.

„ჩვენ კიმ ჩენ ინის დაბადების დღეზე შევხვდით, პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ გაიხსენა და მთხოვა ეს შეტყობინება გადამეცა“,- თქვა ეი-იონგიმ.
ცნობისთვის, კიმ ჩენ ინი 1984 წლის 8 იანვარს დაიმაბა, თუმცა ეს მონაცემები მკაცრად გასასიდუმლოებულია.