მოსკოვმა აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა

მოსკოვმა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელში მხარეებს სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ამ ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ როგორც საშინაო მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ კანონის ფარგლებში სასწრაფოდ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია დაინტერესებული მხარეების პირდაპირი მშვიდობიანი დიალოგის გზით“,- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.