“ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს“ – ირაკლი სესიაშვილი აფხაზეთის ვითარებაზე

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ „საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებთ ყველა ჩვენ ხელთ არსებულ ბერკეტს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში”.

მან დასძინა, რომ ხელისუფლება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ინტერესს წარმოადგენს, რომ ესკალაცია არ მოხდეს.

„აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს, თუმცა არსებული ვითარების ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთი იქ სიტუაციას ვერ აკონტროლებს. ის მხოლოდ ე.წ. საკუთარ ინტერესებს აკონტროლებს აფხაზეთში. მკაფიოდ ჩანს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან, მძიმე უკონტროლო სიტუაცისთან, თუმცა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, რომ აფხაზეთში ვითარება იყოს მშვიდი, ვინაიდან იქ ჩვენი თანამოქალაქეები არიან. საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებთ ყველა ჩვენ ხელთ არსებულ ბერკეტს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს,”- თქვა სესიაშვილმა.