სასწავლო პროცესის დაწყების 20 იანვრამდე გადატანის ფაქტს განათლების სამინისტრო არ ადასტურებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არ დაადასტურა ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყების 20 იანვრამდე გადატანის შესახებ. სასწავლო პროცესის გადატანასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი რეკომენდაცია უნდა არსებობდეს.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მსგავსი შინაარსის შემცველი განცხადება არ გაუკეთებია. მეტიც, მათი განცხადებით, სწავლის გადადების აუცილებლობას ვერ ხედავენ.