მკრეხელურ ფილმს, გეი იესოს შესახებ, აკრძალვა მოუხსნეს

ბრაზილიაში უაღრესი დონის მკრეხელობისა და ღვთის გმობის ფაქტი დაფიქსიდა. სამარცხვინო ფილმს, გეი იესოს შესახებს, სასამართლომ ჩვენებაზე დაწესებული აკრძალვა მოუხსნა.

ფილმს „ქრისტეს პირველი ცდუნება“ ეწოდება და მისი გამოსვლისთანავე მოსახლეობას აღშფოთებისა და ნეგატივის ტალღამ გადაუარა. აქტივისტებმა ფილმის ავტორების ოფისს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ცნობისთვის, მოსახლეობის მოთხოვნა როგორც რეჟისორებმა, ასევე სამართალდამცავებმა არ გაითვალისწინეს და რამდენიმე დღიანი აკრძალვის შემდეგ მას შეზღუდვა მოუხსნეს.

„ვერავინ დაამტკიცებს, რომ სატირას შეუძლია შეასუსტოს ქრისტიანული სარწმუნოების ფასეულობები, რომლებსაც კაცობრიობა უკვე 2000 წელიწადზე მეტია იცავს“, – თქვაზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიას ტოფოლიმ.

ფილმში იესო ოჯახის წევრებს მეგობარ ბიჭს აცნობს. ცნობისთვის, ფილმი პორტუგალიურ ენაზეა გადაღებული, თუმცა Netflix-ზე მისი ნახვა სუბტიტრებით ყველა მსურველს შეუძლია.

ბრაზილიაში ფილმს მკრეხელობა უწოდეს და მისი აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.