14 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ 14 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

11 იანვარს მოსალოდნელია ნალექი საქართველოს გარკვეულ რაიონებში.

რაც შეეხება, 12 იანვარს, დღის ბოლოდან 13 იანვარს დროგამოშვებიათ ნალექია მოსალოდნელი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, იქროლებს დასავლეთის ქარი. დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.