ამერიკა დიდი ხანია ევროპას იცავს რუსეთისგან – დონალდ ტრამპი

აშშ-ს ლიდერმა განაცხადა, რომ ამერიკა დიდი ხანია ევროპას იცავს რუსეთისგან, თუმცა მის პარტნიორებს ამისთვის სათანადო ფასის გადახდა არ სურთ.

„ისინი მაკრიტიკებენ მე, რომ ვითხოვ ნატო-სთვის შეასრულონ თავისი მოვალეობები, ვითხოვ გაზარდონ ხარჯები საკუთარი უსაფრთხოებისთვის. წლების მანძილზე ნატო-მ უპირატესობა ჩვენს ხარჯზე მოიპოვა. ეს ჩვენ ვართ, ვინც ევროპას რუსეთისგან იცავს და ამას ჩვენს ხარჯზე აკეთებს. ამავდროულად, ისინი ამცირებენ სამხედრო ხარჯებს. ეს მიუღებელია“, – თქვა ტრამპმა ოჰაიოში ვიზიტის დროს.

მან დასძინა, რომ სწორედ ამ მიზეზით არ უყვარ ის, ობამასაგან განსხვავებით.

„ამიტომ არ მოვწონვართ მე და მოსწონთ ობამა. იმიტომ, რომ ობამა მათ ყველაფერზე ეუბნებოდა, გამარჯობა, გამარჯობა, ნახვამდის, ნახვამდის. იმიტომ მოსწონთ ის“, – ამბობს აშშ-ს ლიდერი.