საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა, ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის, სასამართლო მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე ბრალდების ორი მოწმე უნდა დაიკითხოს.

„დღეს ბრალდების მხარე, როგორც ყოველთვის, წარმოგვიდგენს რამდენიმე მოწმეს, რომლებიც არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ არიან პოლიციელები, დაინტერესებული მხარე. ჩვეულებრივი თეატრალური წარმოდგენაა, უბრალოდ კომედიურ-ტრაგიკული ჟანრიდან, ამ ბიჭების მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რომლებსაც წესით ჩვენ უნდა დავუფასოთ მცდელობა და მონდომება, დაეცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. ვერ დავარქმევ ამ პროცესს სამართლებრივს და მითუმეტეს სამართლიანს”, – ამბობს ადვოკატი.
მან ასევე დასძინა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად ბესიკ თამლიანი არ დაესწრება. თამლიანი ე.წ. პოლიტიკურ დევნას აპროტესტებს.