სოხუმში აქტივისტებმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ იარაღის შესანახი ოთახი გაძარცვეს

დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მუჰამედ კილბას განცხადებით, აქტივისტებმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ იარაღის შესანახი ოთახი გაძარცვეს და გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს.

„ყველა კარადა გახსნილია. მოპარულია სახელმწიფო ხელისუფლების სიმბოლოები. ამასთან, გახნილია იარაღის შესანახი ოთახი და იარაღის გარკვეული ნაწილი მომიტინგეების ხელშია“, – ამბობს კილბა.

ცნობისთვის, მედია დღევანდელ სროლაზეც საუბრობდა, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს არ დაადასტურა.