თემთა პალატამ ჯონსონის ბრექსითის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამბორის ჯონსონის ბრექსითის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. კერძოდ, 330 ხმა 231-იხ წინააღმდეგ.

ცნობისთვის, პირველ მოსმენაზე პარლამენტმა მოცემული გეგმა ჩააგდო, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნები ჩატარდა და ჯონსონმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. არჩევნების შემდეგ კონსერვატიულმა პარტიამ 364 ადგილი დაიკავა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 47-ით მეტია.

სწორედ, არჩევნების შემდეგ, ჯონსონის გეგმას თემთა პალატამ მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც მან საკომიტეტო ფაზაში გადაინაცვლა.

ცნობისთვის, ჯონსონის გეგმა ცვლილებების გარეშე დამტკიცდა.

კანონპროექტმა ამჟამად ლორდთა პალატაში გადაინაცვლა, თუმცა მოსალოდნელია რომ მას მხარი დაუჭირონ.

ცნობისთვის, ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას 31 იანვრიდან დაიწყებს, რის შემდეგად ევროკავშირის ქვეყნებთან ნოლაპარაკებები დაიწყება.