რომის პაპმა საქართველოზე ისაუბრა

რომის პაპ ფრანცისკემ, ვატიკანის სამოციქულო სასახლეში შეხვედრა გამართა წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.
საქართველოს საგარეო სამინისროს მიერ გაჟღერებული ინფორმაციისთ, შეხვედრისას მიმოიხილეს გასული წელი.

ცნობისთვის, ამ განცხადებისას, რომის პაპმა საქართველოზეც ისაუბრა.

„ევროპულ კონტექსტში საუბრისას, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო დიალოგისადმი მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, როგორც საშუალება „გაყინული კონფლიქტების“ გადასაჭრელად, რომლებიც არსებობს ევროპის კონტინენტზე, ზოგიერთი მათგანი ათეული წელია გრძელდება და მოითხოვს მოგვარებას, დაწყებული არსებული სიტუაციით დასავლეთ ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში“, – თქვა პაპმა.

მისი განმარტებით, დავების გადაწყვეტის ერთადერთი ჭეშმარიდი გზა არა იარაღი, არამედ საუბარია.