წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითან ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყების უფლება ეზღუდება

„როიტერსი“ აცხადებს, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყების უფლებას უზღუდავს.

მის თანახმად, აშშ-ს ლიდერს არ აქვს უფლება, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ ამერიკული ჯარი გამოიყენოს.

რეზოლუციას მხარი 224-მა კონგრესმენმა დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატიდან რეზოლუცია სენატში გადაინაცვლებს, რომელსაც ტრამპის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები შეადგენენ.

ცნობისთვის, თუ დოკუმენტს სენატიც დაუჭერს მხარს, მის დასამტკიცებლად ტრამპის ხელმოწერა საჭირო აღარ იქნება.

თვით თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ რეზოლუცია „სასაცილო“ და „პოლიტიკურად მოტივირებულია. ის ძირს უთხრის აშშ-ის შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები,“