ანაკლიის კონსორციუმის განცახდება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას. ასევე, მიღებული გადაწყვეტილებით მთავრობა ხელს უწყობს პორტის მშენებლობის გაურკვეველი დროით გადადება.

“დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას. დასანანია, რომ კონსორციუმის მიერ პროექტზე აქამდე დახარჯული დროის, რესურსების და თანხების მოცულობის მიუხედავად, მთავრობამ ამჯობინა, რომ ყოველ ჯერზე დაეკნინებინა კონსორციუმის ძალისხმევა, ნაცვლად მხარდაჭერისა და პროექტში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტერმინალის ოპერატორისა და პოტენციური ინვესტორების მიერ დასმული საკითხების გადაჭრისა.” – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუკი მშვიდობიანი გზით არ მოხდება გადაწყვეტილების შეცვლა კონსორციუმი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავას წამოიწყებს.