ხაჯიმბა აღარ უნდათ

19 ხმით ოთხის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის „დეპუტატებმა“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

კენჭისყრაზე თავი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა. დე ფაქტო პარლამენტი სულ 35 მანდატისგან შედგება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17 პროცენტი. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

თავის მხრივ ხაჯიმბამ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ გადადგიმას არ აპირებს, რაც ზრდის სოხუმში დაძაბულობის ალბათობას.