უკრაინული თვითმფრინავი ირანმა ააფეთქა

რამდენიმე გავლენიამა გამოცემამ, როგორიცაა The New York times, Aljazeera, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც შესაძლოა, უკრაინული თვითმფრინავზე რაკეტის შეჯახება იყოს ასახული.

გამოცემების თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ავთენტიკურობა გადაამოწმეს და გავრცელებული ვიდეო ადასტურებს, რომ ავიალაინერს აფრენისას რამდენიმე წუთში ობიექტი შეეჯახა, რასაც ბოინგის აფეთქება და ვარდნა მოყვა.

ამასთან, ცაში სინათლის გაელვების შემდეგ ისმის ხმა, რომელიც სააგენტოების ცნობით, შესაძლოა, რაკეტის აფეთქების ხმა იყოს.

9 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული და ბრიტანული მედიის ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა.