Toyota-ს მომავლის ქალაქი

Toyota ფუჯის მთასთან მომავლის ქალაქს აშენებს. ქალაქს Woven City ეწოდება და იქ ხელოვნურ ინტელექტსა და ახალ ტექნოლოგიებს გამოცდიან. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდიდან ვიგებთ.

ქალაქი ტოკიოდან 90 კილომენტში 71 ჰექტარზე აშენდება. იქ მეცნიერები იცხოვრებენ და იმუშავებენ. ასევე იქ უნდა დასახლდნენ Toyota-ს თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და ხანდაზმული წყვილები.

ცნობისთვის, მომავლის ქალაქის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება და მაქსიმალურად ეკოლოგიური იქნება.