საქართველოს აეროპორტებში 2019 წლის მონაცემებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტის გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 3%-ით გაიზარდა. 2019 წელს აეროპორტები ჯამში 5 200 419 მგზავრს მოემსახურა, ხოლო წინა წელს — 5 033 118 მგზავრს.

დეკემბერში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისის გარდა, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში:

2019 წელს საქართველოს აეროპორტების რეიტინგი მგზავრთნაკადის მიხედვით ასეთი იყო:

თბილისის აეროპორტი – 3 692 202 მგზავრი, 2018 წელთან შედარებით 3%-იანი კლება
ქუთაისის აეროპორტი – 873 907 მგზავრი, 42%-იანი ზრდა
ბათუმის აეროპორტი – 624 178 მგზავრი, 4%-იანი ზრდა
მესტიის აეროპორტი – 8 266 მგზავრი, 23%-იანი ზრდა
ამბროლაურის აეროპორტი – 1 866 მგზავრი, 23%-იანი ზრდა