მევახშე ხაზარაძე – ანაკლის პორტზე დავას გავაგრძელებთ სასამართლოში

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს. დავაში ჩაერთვებიან ის უცხოური კომპანიებიც, რომლებიც ანაკლიის პროექტში ინვესტორებად იყვნენ წარმოდგენილები.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იღებდნენ. ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის გეგმაში ზემოხსენებული თანამდებობის პირების გარდა, სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავაში გაამხელს. მისივე თქმით, მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს.

მე მინდა ვუთხრა, პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მან კი შეასრულა, ამ ეტაპზე, კრემლის დავალება, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპატიებს მას, იმას რომ გააჩერა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი. პროექტი, რომელიც ჩვენს პერსპექტივას, სამუშაო ადგილებს, ქვეყნის ბიუჯეტს და ჩვენს უსაფრთხოებას განსაზღვრავდა…