“ოსკარის” 92-ე ცერემონიალი წამყვანის გარეშე ჩაივლის

“ოსკარის” 92-ე ცერემონიალი, ისევე, როგორც შარშან წამყვანის გარეშე ჩატარდება. ამ ინფორმაციას აკადემია „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებს.

“წლევანდელი ოსკარის ცერემონიალი გამოიყურება ამგვარად, ვარსკვლავები – დიახ, წარმოდგენები – დიახ, სიურპრიზები – დიახ, წამყვანი – არა. გვიყურეთ 9 თებერვალს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთცის, 2019 წელს 30 წლის განმავლობაში „ოსკარის“ ცერემონიალმა პირველად ჩაიარა წამყვანის გარეშე.

ცერემონიალის წამყვანი მსახიობი კევინ ჰართი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით მან ამაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი მისი ჰომოფობიური განცხადებები გახდა, რომელიც პრესაში დაიბეჭდა.