ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალ ვარსკვლავთა სიაში მოხვდა

„ევროპული კინოს პრომოუშენმა“ ბერლინის 70-ე კინოფესტივალზე იმ ახალგაზრდა მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ამომავალი ვარსკვლავების სტატუსით წარდგებიან.

ამ სიაში ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

„ლევანის სამსახიობო დებიუტი 2019 წელს ლევან აკინის ფილმში შედგა სახელწოდებით „და ჩვენ ვიცეკვეთ“. პირველმა კინოროლმა ახალგაზრდა მსახიობს დიდი საერთაშორისო აღიარება, არაერთი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მოუტანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რჩეული მსახიობები კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს შეხვდებიან. 24 თებერვალს კი მსახიობებს „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს“ გადასცემენ.