საფრანგეთის აეროპორტში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს

Air France-ის თვითმფრინავის შასის განყოფილებაში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ ბავში 10 წლის იყო. გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ ბავშვი აფრიკული წარმომავლობისაა.

თვითმრინავი ქალაქ აბიჯანიდან 7 იანვარს გამოფრინდა. ფრანგული ავიაკომპანიის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად ბავშვის ცხედარი იმავე დღეს აღმოაჩინეს.

“ავიაკომპანია მწუხარებას გამოთქვამს და გლოვობს ადამიანური ტრაგედიის გამო”, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, თვითმფრინავში დამალვის მცდელობა ხშირად არ გვხვდება, თუმცა დაბალი ტემპერატურისა და ჟანგბადის უკმარისობის პირობებში გადარჩენა პროცენტულად შეუძლებელია.