მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დეკანოზ მამალაძის საზიარებლად საპატიმროში შევიდა

მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საუბრისას განაცხადა, რომ „საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან დეკანოზის წინააღმდეგ, ორივე ცდილობს, სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს“.

ის დეკანოზის საზიარებლად სასჯეაღსრულების დაწესებულებაში შევიდა.

„საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან მის წინააღმდეგ. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, სადუკევლები და ფარისევლები გაერთიანდნენ; ზუსტად მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გაერთიანებულია ორი ასე ვთქვათ, სადამსჯელო ორგანიზაცია, ორივე ცდილობს, რომ იგი სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს, ორივე ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, მისი მორალური და სხეულებრივი დაზიანებისთვისაა მობილიზებული“, – აცხადებს მღვდელ-მონაზონი.