პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარი თქვეს.
ამ ინფორმაციას სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სოციალური გვერდის მეშვეობით ვიგებთ.
ისინი სამეფო სახლისაგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღებასაც გეგმავენ.
„მრავალთვიანი ფიქრისა და შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, მიმდინარე წელს განვახორციელოთ ცვლილებები და დავიწყოთ ამ ინსტიტუტში ახალი პროგრესული როლის შესრულება. ვაპირებთ, შევწყვითოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშავოთ, რათ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები და ამავე დროს, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა”, – ნათქვამია განცხადებაში.
წყვილი ცხოვრებას ნაწილობრივ დიდ ბრიტანეთსა და ნაწილობრივ ჩრდ. ამერიკაში გეგმავს და ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბებასაც აპირებს.
გაჭღერებული ინფორმაციით, წყვილს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამეფო ოჯახთან კონსულტაცია არ გაუვლია.
ცნობისთვის, საშობაო პრეიოდში ისინი კანადაში საკუთარ ჩვილ შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.
View this post on InstagramA post shared by The Duke and Duchess of Sussex (@sussexroyal) on