ავიათავდასხმისას არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა – დონალდ ტრამპი

აშშ-ს ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა.

„მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს – ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა“, – თქვა ტრამპმა.

“ამერიკული სამხედრო ძალები ყველაფრისთვის მზად არიან”. – დაძინა დონალდ ტრამპმა.