აშშ მზადაა ირანთან მოლაპარაკებებისთვის

აშშ აცხადებს, რომ მზად არის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებები გამართოს თეირანთან. გაეროში გაგზავნილ ღია წერილში კი მიუთითა, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობა იყო თავდაცვითი.

ვაშინგტონი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რათა „თავიდან აიცილოს რომ საფრთხე შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას ირანის რეჟიმთან ესკალაციით“.

აღსანიშნავია, ისიც, რომ აშშ მიიღებს სხვა ზომებსაც, თუ საკუთარ ინტერესებს საფრთხე დაემუქრება.