ხელისუფლებამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” 2016 წლის ხელშეკრულება შეუწყვიტა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” 2016 წლის ხელშეკრულებას უწყვეტს.

“მიუხედავად არაერთხელ გადავადებისა, ანაკლიის განვთარების კონსორციუმმა დღეისთვის ვერ შეძლო კერძო ინვესტიციის მოზიდვა, საკუთარი კაპიტალის $120 მილიონის წარმოდგენა, $400 მილიონი სესხის მოძიება, ასევე ვერ შეასრულა პორტის კომერციულ ოპერატორთან და მშენებლ ორგანიზაციასთან მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმება, ასევე ვერ წარმოადგინა წინასამშენებლო გარანტია $20 მილიონისა და ასევე, სამშენებლო გარანტია $40 მილიონის ოდენობით.

იმის გათვალისწინებით, რომ არ ყავს წარმოდგენილი ინვესტორი და პროექტის განხორციელების გეგმა, საქართველოს მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ შემდგომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი პროექტის განხორციელებისთვის. კონსორციუმმა დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს პროექტის განხორციელებას. სწორედ ამიტომ, მთავორბამ დაიწყო ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები”, –ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს ინვესტორების ძიებას ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად.