26 მაისის სისხლიანი დარბევისთვის დაპატიმრებულ ვანო მერაბიშვილს 20 თებერვალს გაათავისუფლებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილოს 20 თებერვალს დატოვებს.

ცნობისთვის, მერავიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე ბრალდებით იხდის, მათ შორის ცნობილის 26 მაისი ღამეს სისხლიანი დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის გამო.

ცნობისთვის, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბრალდებისთვის მას 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.