უკრაინის პრეზიდენტმა 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

უკრაინის ლიდერმა, ავიაკატასტროფის შემდეგ, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ასაჯაროვებს.

მან აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა.

პრეზიდენტის განცხადებით, გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივცემლოდ უკრაინაში ხელისუფლების სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახელმწიფო უწყებების, ინსტიტუტთა და ორგანიზაციების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვება. ასევე გაუქმდება გასართობი და საკონცერტო ღონისძიებებიც.