ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება – ანა ჯაბაური

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აცხადებს, რომ პირველი პრეზიდენტის შვილი ჯანმრთელობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ის თურქეთის კლინიკაში ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშაა.

„ჯერჯერობით ისევ ისეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მიუხედავად ამისა, როგორც ექიმები ამბობენ, ჯერ მისი გამოღვიძება ადრეა. ჯერჯერობით ისევ მართვით სუნთქვაზეა, დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ასე ჯობს იყოსო, როგორც ექიმებმა თქვეს“, – განაცხადა ჯაბაურმა.