პროფესიული განათლების მასწავლებლების ანაზღაურება 1 800 ლარამდე გაიზრდება – გიორგი გახარია

მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლების ანაზღაურება გაიზრდება და ის 1 800 ლარი გახდება,
პრემიერის განმარტებით 2020 წელს პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

“განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სიტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი. უკვე 2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, – განაცხადა გახარიამ.