პენიტენციურმა სამსახურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადება არ გააკეთა. ერთადერთი, რაც გახდა ცნობილი, არის ის, რომ მსჯავრდებულს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება მიეწოდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, დეკანოზის ადვოკატმა განაცხადა, რომ მამალაძის მდგომარეობა კრიტიკულია.