„ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს“ – ისრაელის პრემიერი

ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს“. მან ასევე დასძინა, რომ ისრაელი აშშ-ს გვერდში უდგას.
„ამერიკას არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელი და ისრაელს არ ჰყავს უფრო კარგი მეგობარი, ვიდრე ამერიკა. ბოლო წლებში, ტრამპის ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ ისინი სამართლიანობისა და სიმართლის მხარეს დგანან. მინდა მათ მთელი გულით მადლობა გადავუხადო“, – თქვა პრემიერმა.
ცნობისთვის, ერაყმა მუქარის შემცველი მესიჯი გააგზავნა აშშ-ს მიმართულებით და განაცხადა, რომ ის დაარტყამს ისრაელსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებს, თუ აშშ საპასუხო დარტყმას განახორციელებს.