ჩვენ აშშ-ს სილა გავაწანით – აიათოლა ალი ხამენეი

აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ მოსახლეობასთამ განაცხადა, რომ წუხელ ირანმა აშშ-ს სახეში სილა გააწნა.

სულიერმა ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

მოსახლეობა კი „სიკვდილი ამერიკას“ სკანდირებდა.

მან ასევე დასძინა, რომ როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება, მსგავსი ქმედება საკმარისი არ არის.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს“, – აცხადებს ირანის ლიდერი.