სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სროლას აზერბაიჯანელი მესაზღვრე ემსხვერპლა

გუშინ ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სროლას აზერბაიჯანელი მესაზღვრე ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ მესაზღვრე სომხეთის მხრიდან სნაიპერის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

ფაქტის გამო ბაქო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. ადგილზე ამჟამად აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის უფროსი და სხვა მაღალჩინოსანები იმყოფებიან.