ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს

ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი საკუთან ქალაქ ქერმანში დაკრძალეს. მისი დაკრძალვა ირანის მიერ აშშ-ერაყის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედმეგ რამდენიმე საათში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკრძალვას მილიონობით ადამიანი ესწრებოდა. ცნობისთვის, დაკრძალვის ცერემონია გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა ჭყლეტის დროს სულ ცოტა 56 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.

სოლეიმანი სასაფლაოს „მოწამეთა განყოფილებაში“ დაკრძალეს.